თორნიკე კალაძე კარდიოლოგი თბილისში
ამბულატორიული და დიაგნოსტიკური კარდიოლოგია Caraps Medline-ის კლინიკაში. ვასწავლი კლინიკურ ფარმაკოლოგიას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.

- სპეციალიზაცია
- კარდიოლოგია — ამბულატორიული და დიაგნოსტიკური
- კლინიკა
- Caraps Medline, თბილისი — დიღომი, ლუბლიანას ქ. 48
- კარდიოლოგიაში
- 2011 წლიდან
- სწავლება
- კლინიკური ფარმაკოლოგია, თსსუ
- მიღების ენები
- ქართული, რუსული, ინგლისური
პულსის დათვლა
იპოვეთ პულსი მაჯაზე და ყოველ დარტყმაზე დააჭირეთ ზოლს. ეს არ არის დიაგნოზი: თუ პულსი გაწუხებთ, ჩაეწერეთ ვიზიტზე.
რა ჩივილებით მიმართავენ კარდიოლოგს
ძლიერი ტკივილი გულმკერდში, რომელიც რამდენიმე წუთზე მეტხანს გრძელდება, უეცარი ქოშინი ან გონების დაკარგვა — დარეკეთ 112-ზე, ვიზიტს ნუ დაელოდებით.
-
01
წნევა
მაღალი, მერყევი ან წამლებითაც არ იკლებს.
-
02
გულის რიტმი
შეფერხება, აჩქარებული ან იშვიათი გულისცემა, თავბრუსხვევა და გულის წასვლა.
-
03
ტკივილი და ქოშინი
ტკივილი ან ზეწოლა გულმკერდში, ქოშინი ჩვეულ დატვირთვაზე, ფეხების შეშუპება.
-
04
რისკები და შემოწმება
ქოლესტერინი, შაქარი, ინფარქტი ნათესავებში; ბევრი წამალი ერთდროულად; შემოწმება ოპერაციის ან სპორტის წინ.
ვიზიტზე ჩაწერა
მიღება — Caraps Medline-ის კლინიკის დიღომის ფილიალში. დარეკეთ კლინიკაში ან ჩაეწერეთ ონლაინ — პორტალ MyHealth-ით, თუ გაქვთ საქართველოს პირადი ნომერი. მიღების დღეები და საათები ჩაწერისას დააზუსტეთ.